კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მილიარდელი ილონ მასკი ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან.
მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს მიესალმნენ, ხელი ჩამოართვეს და გაისაუბრეს.
მედია აღნიშნავს, რომ ტრამპი და მასკი უკვე რამდენიმე თვეა, ერთად არავის უნახავს.
როგორც „ეიბისი“ წერს, ილონ მასკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე იყო მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თუმცა, ივნისში ისინი ერთმანეთს საჯაროდ, სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ. ილონ მასკმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი საბიუჯეტო კანონპროექტი, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია.