თბილისში, პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან მუშა ჩამოვარდა.
შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები
