ლონდონის, ბრიუსელისა და ბერლინის აეროპორტები ელექტრონული რეგისტრაციის სისტემებზე კიბერთავდასხმის გამო, კვლავ ხარვეზებით მუშაობენ.
19 სექტემბერს „კოლინს აეროსფეისზე“ განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, რომელიც აღნიშნული სისტემების ფუნქციონირებას ახორციელებს, ათობით რეისი გაუქმდა, დიდი ნაწილი კი გადაიდო ან დაგვიანებით შესრულდა.
მგზავრთა ნაკადის გასატარებლად, აეროპორტის თანამშრომლებს სარეგისტრაციო პროცედურების წარმოება თავად მოუწიათ, რის გამოც გაიზარდა დაყოვნების დრო.
ამ დროისთვის გასაჯაროებული არ არის, კონკრეტულად საიდან განხორციელდა კიბერთავდასხმა. მომხდარს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტო იძიებს.
კომენტარები