საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს შენობაშია. პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნას ესწრება. მიხეილ ყაველაშვილი სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა მინისტრთან და ელჩებთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის დროს დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან.
ამ წუთებში სხდომაზე სიტყვით ანტონიო გუტიერეში გამოდის.
კომენტარები