ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთად კონკრეტული გზამკვლევის გაწერა შესთავაზა და ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის მზადყოფნაც დააფიქსირა. ამ თემაზე მან გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა.
„მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები და ვერავისგან მივიღებთ პრეტენზიებს, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენი გზავნილები, მსოფლმხედველობა, ღირებულებითი ნაწილი, პოლიტიკური განცხადებები 100%-იან თანხვედრაშია ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.