საუბრობენ პიკეტირებაზე, აბსურდულ რიცხვებზე – 100 ათასი ადამიანი კი არა, არ გამოდის აქციაზე 3000-მდე ადამიანიც კი, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, გოგა ხაჩიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მინისტრი და ყოფილი დეპუტატი თანამოაზრეებს უზიარებს და მარტივი მათემატიკური გამოთვლებით პიკეტირების გეგმას სთავაზობს.
„საუბრობენ პიკეტირებაზე, აბსურდულ რიცხვებზე – 100 ათასი ადამიანი კი არა, არ გამოდის [აქციაზე] 3000-მდე ადამიანიც კი. მათი მიზანი არის თუნდაც იყოს რამდენიმე ასეული ადამიანი და იყოს ძალადობრივი აქცია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
კომენტარები