უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა მას უფრო მეტად ენდობა, რადგან „მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინისგან მიღებული ინფორმაცია ყალბი იყო“.
ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან კარგი, კონსტრუქციული შეხვედრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც განვიხილეთ. ყველა დეტალს არ გავაზიარებ. აშშ-ის პრეზიდენტმა იცის დეტალები, ვფიქრობ, მან ახლა მეტი დეტალს იცის, ვიდრე ადრე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი თანდათანობით მიხვდა, რომ პუტინი მას ყალბ ინფორმაციას აწვდიდა.
„ტრამპი თანდათანობით მიხვდა, რომ პუტინი უბრალოდ ისეთ ინფორმაციას უზიარებდა, რომელიც ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციისგან შორს იყო. ახლა ის ბევრად უფრო მეტად ენდობა ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ვიდრე ადრე, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს დაზვერვას აქვს და რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუზიარებთ, სულ სხვა რამ არის” – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპი ეთანხმება მის მოსაზრებას, თუ რომ რუსეთი ომის გავრცელებას ცდილობს.
„მე მას ვუთხარი, რომ პუტინი არ დაელოდება უკრაინაში ომის დასრულებას. ამის ნაცვლად, ის მოძებნის სუსტ წერტილებს ევროპაში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში. ის ამას შეეცდება. არ ვიცი, რომელ ფორმატს აირჩევს, რადგან არსებობს კიბერშეტევებიც და სხვა მეთოდებიც. გუშინ თქვენ ნახეთ დრონები დანიასა და ნორვეგიაში – ბელარუსის ტერიტორიიდან, თუ რუსეთიდან. ჩვენ გვაქვს სრული სურათი დრონების შესახებ. შემდეგ იქნება რუმინეთი და პოლონეთი. ის იყენებს სხვადასხვა ტიპის დრონებს იმისთვის, რომ შეისწავლოს ევროპის მზადყოფნა. არ ვიცი, რომელ ქვეყანას აირჩევს, მაგრამ ევროპა მზად არის”, – განაცხადა ზელენსკიმ.