აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „ეიბისის“ ღამის შოუს წამყვანის, ჯიმი კიმელის ეთერში დაბრუნებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ტელეკომპანიას „ეიბისის“ ფეიქ ნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ ღამის შოუს წამყვანს ჯიმი კიმელს, „ნიჭი“ არ აქვს.
„ვერ ვიჯერებ, რომ ABC-ის ფეიქ ნიუსმა ჯიმი კიმელს სამსახური დაუბრუნა. ABC-მ თეთრ სახლს განუცხადა, რომ მისი შოუ გაუქმდა. მისი აუდიტორია აღარ არსებობს და მისი „ნიჭი“ ისედაც არასდროს არსებობდა. რატომ უნდათ ასეთი ვინმეს დაბრუნება, რომელსაც ასე ცუდად გამოსდის, რომელიც სასაცილო არ არის და რომელიც ტელეარხს საფრთხეში აგდებს, 99%-ით დადებითი დემოკრატი ნავგვის როლის თამაშით?“, – წერს ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯიმი კიმელი „დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
„ვფიქრობ, ამ საკითხში ABC-ს გამოვცდით. ვნახოთ, რა გამოგვივა. ბოლოს, როცა მათ დავუპირისპირდი, 16 მილიონი დოლარი მომცეს. ეს კიდევ უფრო მომგებიანი ჩანს. ეს ნამდვილი „ლუზერების“ ხროვაა. ჯიმი კიმელი თავის ცუდ რეიტინგში დალპება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.