სულელი კამალა ჰარისი თავისი გამოსვლის სტანდარტულ ნაწილად იყენებს იმას, თუ რატომ წააგო არჩევნები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპი კამალა ჰარისის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.
დონალდ ტრამპის თქმით, არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მილიონობით ხმის სხვაობით.
„სულელი კამალა ჰარისი თავისი გამოსვლის სტანდარტულ ნაწილად იყენებს იმას, თუ რატომ წააგო არჩევნები, რომ 2024 წელი იყო „21-ე საუკუნის ყველაზე დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები“. ყველამ იცის, რომ ეს ტყუილია და „ფოქს ნიუსმაც“ ასე გააშუქა! მე მოვიგე ამომრჩეველთა კოლეგია 312-226 ხმით, ქვეყნის მასშტაბით 2600-525 ხმით, შვიდივე მერყევი შტატი და, მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიის ყალბი ბიულეტენები სასაცილო რაოდენობით იყო (ეს გაყალბებული იყო), მაინც მოვიგე ხალხის მილიონობით ხმის სხვაობით. მაგალითად, ბუშმა მოიგო არჩევნები 537 ხმის სხვაობით და ბევრი სხვა არჩევნები ძალიან დაძაბული იყო. კამალას ფრაზა „21-ე საუკუნეში ყველაზე დაძაბული“, ისევე როგორც, სხვა ყველაფერი დემოკრატიულ პარტიაში, სრული ტყუილი იყო. ბოდიშს ველოდები. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.