საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სარკოზი განაჩენს გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ დღეს სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო. სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.
თავად სარკოზი ბრალდებას უარყოფდა.
კომენტარები