რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 25 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთს მთავრობის ხელმძღვანელი მონაწილეობას იღებს მოსკოვში მიმდინარე გლობალურ ატომურ ფორუმში.
რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ფორუმს ესწრებიან ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, მიანმარის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მინ აუნ ჰლაინგი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აჰმედი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, ასევე ირანის, უზბეკეთის, ეგვიპტის, ნიგერისა და ზოგიერთი სპეციალიზებული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კომენტარები