აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოპტიმისტური განწყობა გამოხატა იმ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ღაზაში ომის დაასრულებასა და დარჩენილი მძევლების დაბრუნებას ითვალისწინებს, თუმცა მან არ წარმოადგინა კონკრეტული დეტალები.
„ვფიქრობ, შესაძლოა, გვაქვს შეთანხმება ღაზაზე და ძალიან ახლოს ვართ ღაზის საკითხზე შეთანხმებასთან. ისე ჩანს, რომ შეთანხმება გვაქვს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
„ვფიქრობ, ეს არის შეთანხმება, რომელიც მძევლებს დააბრუნებს. ეს იქნება შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს“, – დასძინა მან.
კომენტარები