უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში სამბოს ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტი ევგენი პონირკო მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თვითმხილველების განცხადებით, მათ შვიდი გასროლის ხმა გაიგონეს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დნეპროპეტროვსკის საოლქო პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებულის სახით ჯერ არავინაა დაკავებული.
კომენტარები