ბიძინა ივანიშვილი მათთვის (ევროპარლამენტარები) არის პრობლემა, რადგან ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ პროცესს აწარმოებს საქართველოში. მათ მიაჩნიათ, რომ ერთი ადამიანის ფინანსური შეზღუდვით, საკუთარ ნებას უფრო მარტივად გაამყარებენ, – განაცხადა ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.
„მინდა შედარება გავაკეთო, რა პესპექტივა გველის. ეს არის მოლდოვური პერსპექტივა. ვნახეთ, რომ „იმედის“ გადამღები ჯგუფიც არ შეუშვეს იქ. 2-3 დღით ადრე, პარტიას გაუუქმეს არა მარტო არჩევნებში მონაწილეობა, არამედ შეუზღუდეს პოლიტიკური საქმიანობა. ვიცით, რომ რუმინეთში არჩევნები გააუქმეს, კანდიდატი ციხეშია.
ავიღოთ ევროპარლამენტარების განცხადება და მეორე მხრივ ავიღოთ მათი კვლევები, რომელიც გვაჩვენებს, რომ აქ ქვეყანა ვითარდება, ის პარამეტრები, რითიც ფასდება დემოკრატია – უმჯობესდება. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს განცხადებები, რომელიც ამ დასკვნებს არც კი ეხება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ობიექტურ მოცემულობებით ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნა ისტორიკოსმა.
როგორც შოშიაშვილმა აღნიშნა, ევრობიუროკრატების ასეთი დამოკიდებულება ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიცვლება.