“ალკუპონა” წუწუნებს, არსად არ მიწვევენო, ტირის ნაცტელევიზიებში. და რატომ უნდა მიგიწვიონ? რა კავშირი გაქვს ლართან? ქოსატყუილასავით ჩამომჯდარხარ და ათას სიბრიყვეს სიმართლედ ასაღებ დღე და ღამე ეროვნულ ბანკს აგინებ, მისი წარმატება არ გიხარია, გწყინს რეზერვები რომ ივსება, ლარი მყარდება, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ნაცმოძრაობის” ვეტერანი ლუზერი, “ალკუპონად” წოდებული რომან გოცირიძემ მისი წარუმატებელი ,,კუპონის“ ისტორიად ქცევა მოინდომა. უახლესი ისტორიის არმცოდნე ამ ნაცპერსონაჟმა სრულიად უპასუხისმგებლოდ, სამარცხვინოდ და როგორც მას სჩვევია, მდაბიოდ, დაიწყო ეროვნული ბანკის “ლარი 30“-ის წარმატებულ კამპანიაზე თავდასხმა. სოცქსელში პოსტს პოსტზე აქვეყნებს და ოპოზიციურ ტელევიზიებს საკუთარ გმირობებზე უყვება ეს ქოსატყუილა და სამარცხვინო პოლიტიკანი.
რომან-ალკოპუნა გოცირიძევ, არაფერი გამოგივა. შენს ადგილას კაცმა თავი არსად უნდა გამოყოს და გადაკარგულში დაიმალოს. ლარის ისტორია შენს გარეშე დაიწყო, რადგან შენი სახელი კუპონით იყო დისკრედიტირებული და ამ დამღას, რომ “ალკუპონა” ხარ, ვერასდროს მოიშორებ.
კუპონზე ამტკიცებდი მკვდრაშობილი დაიბადაო და ახლა ამბობ – პირველი ვალუტა იყოო. ასეთი ოროსნობაც არ შეიძლება. როდის აქეთ გახდა ფულის სუროგატი ვალუტა? ფულის რომელ ფუნქცია აკმაყოფილებდა? ვერც ერთს! იცი, განა არ იცი, მაგრამ შეგნებულად ცრუობ.
რომან გოცირიძის სახელი სამუდამოდ კუპონთან იქნება ასოცირებული, ლარის სათავეებთან სხვა ადამიანები იდგნენ. ლარის ისტორია კარგად იცის ჩვენმა ხალხმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყველა აქტივობა ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული და წარმომადგენლობითად ტარდება.
“ალკუპონა” წუწუნებს, არსად არ მიწვევენო, ტირის ნაცტელევიზიებში. და რატომ უნდა მიგიწვიონ? რა კავშირი გაქვს ლართან? ქოსატყუილასავით ჩამომჯდარხარ და ათას სიბრიყვეს სიმართლედ ასაღებ დღე და ღამე ეროვნულ ბანკს აგინებ, მისი წარმატება არ გიხარია, გწყინს რეზერვები რომ ივსება, ლარი მყარდება, ფასები სტაბილურია, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლთან ახლოსაა, ქვეყანას გამართული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა აქვს, ეკონომიკა იზრდება და ა.შ.
P.S. კიდევ კარგი არცერთი გონიერი ადამიანი შენ არ გისმენს, შენს უაზრო FB-პოსტებზეც შენნაირი გამოშტერებულები გიკომენტარებენ!“, – წერს გია აბაშიძე.