საქართველოში დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები და დელეგაციები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კომენტარები
