“ვნახავთ, რომ ის 4-ში რომელიმე დაწესებულების პაციენტი გახდება, რადგან ხან ტელეფონებით ატარებდა არჩევნებს, მერე სხვა ტექნოლოგიები გამოიგონა, მერე თქვა, რომ სტადიონზე ეროვნული კრება ჩავატაროთო, შემდეგ არა, ისევ აქციები ჯობსო, ახლა აქციები და ეროვნული კრება ერთადო და ა.შ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერ პაატა ბურჭულაძეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ბურჭულაძის განცხადებები “აკვიატებული აზრებია”.
“4 ოქტომბრისთვის კი არა, ნებისმიერი დღისთვის – 5-სთვის, 10-სთვის, სახელმწიფო ყოველთვის ემზადება თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება. მინდა ე.წ ოპოზიციას მივმართო, რატომ 4 ოქტომბერი? რატომ ჩამოეკიდნენ ამ არჩევნების თარიღს? ეს თარიღი 4 ნოემბრისთვის რომ გადაიწიოს, რევოლუციაც 4 ნოემბერს მოხდება? ან ერთი წლით რომ გადაიწიოს, ერთი წლით გადაწევენ რევოლუციას? მოუწევთ ერთი წლით კი არა მრავალი ათეული და ასეული წლით გადაწევა”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.