ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი არარსებობს.
შოთაძის განცხადებით, საქმე ესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.
“ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში წარიმართა საქმე სასამართლოში. მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება მის შესაძლო თანამონაწილეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. ამაზე ცალკე გამოიყო საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. არანაირი პირადი ცხოვრების, საიდუმლოების ამსახველი კადრი ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს. ამაზე შესაბამისი კომენტარი პროკურორმა უკვე გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კომენტარები
