რუსთავის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომა განიხილავს, მეუფე პეტრე კანონიკური წესების შესაბამისად იქცევა თუ არა. როგორც მეუფემ ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, ეს მაშინ მოხდება, როცა პატრიარქი სხდომას დანიშნავს. ”სინოდი განიხილავს ამას. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი ან სათქმელი. რაც მექნება კითხვები, მეუფე პეტრეს მე თვითონ შევეკითხები პირადად”, – განაცხადა მეუფემ. კითხვაზე – იზიარებს თუ არა საპატრიარქო ედიშერ ქარჩავას განცხადებას მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, მიტროპოლიტი პასუხობს: ”მე მისთვის არ დამივალებია, რომ ეგ ეთქვა და სხვის მაგივრად პასუხი როგორ ვაგო? – მან აგოს პასუხი თვითონ თავის ქმედებაზე”, – განაცხადა მეუფემ.
კომენტარები