თეოლოგთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომლითაც ეკლესია გაემიჯნა ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს, იმით იყო გამოწვეული, რომ თეოლოგებმა და ზოგადად ეკლესიის გულშემატკივრებმა გააკეთეს ძალიან მკაფიო განცხადებები და მოითხოვეს არაუფლებამოსილ ედიშერ ქარჩავას გაკეთებული აბსურდული ბრალდებების გამო მიეღო მას ძალიან მკაცრი სასჯელი.
თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეკლესია გაემიჯნა ქარჩავას, მაგრამ ამის მიუხედავად ის არ ჩამოაშორეს საპატრიარქოს ,რაც იმას ადასტურებს, რომ თეთრუაშვილს ნებისმიერ ეპისკოპოსზე მეტი გავლენა აქვს საპატრიარქოში და სწორედ ამ გავლენით მოახერხა ქარჩავასთვის თანამდებობის შენარჩუნება.
,,ამ განცხადებების გამო, ისინი ვალდებული გახდნენ ოფიციალური განცხადებით საჯაროდ ეთქვათ ,რომ ემიჯნებიან ედიშერ ქარჩავას ყოვლად მიუღებელ, მე ვიტყოდი ამორალურ ქმედებას. მაგრამ ის რაც ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი ტიპის განცხადებები უნდა ექვემდებარებოდეს უფრო მკაცრს სანქციას ეს არ მოხდა. ედიშერ ქარჩავა კვლავ ინარჩუნებს საპატრიარქოს იურისტის თანამდებობას , ეს უკვე აშკარად არის ნიშანი იმისა, რომ ეპისკოპოსები ვერ გახდნენ ვერაფერს შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ და შორენა თეთრუაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი ეპისკოპოსი.
თორემ დარწმუნებული ვარ, ეკელესიაში ბევრ ეპისკოპოსს ძალიან კარგად ესმის, რა გააკეთა ედიშერ ქარჩავამ, მათ შორის ძალიან კარგად ესმის ქორეპისკოპოსებს ადამიანებს ვინც ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები არიან ეკლესიაში.
ნათელია, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში არის ადამიანი,ვინც ნებისმიერ ფასად გადაარჩენს ხელქვეითს თუკი ეს მას სჭირდება გარკვეული ამოცანების მისაღწევად“-ამბობს, ვლადიმერ ნარსია ,,პირველ რადიოსთან“.