საბერძნეთში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, მამა იერონიმე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს გადაცემაში „დღის ამბები“ ეხმაურება. მამა იერონიმე გადაცემაში სკაიპის საშუალებით ჩაერთო:
„ვფიქრობ, რომ ამ პრობლემებიდან უპირველესი გამოსავალი არის ჩვენს ერთადერთ და ნამდვილ იმედში – საქართველოს კათოლიკოს პატრიარქში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრობლემას თავად მიხედავს, მოაგვარებს და ამ პროცესის გამჭირვალობას შეუწყობს ხელს, უპირველეს ყოვლისა, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს. საპატრიაქრქოში მიმდინარე პროცესები აუცლებლად უნდა იყოს გამჭირვალე, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს. ასევე ვფიქრობ, რომ ამ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დაპირისპირებული მხარეების ერთად დასხდომა და არგუმენტირებული საუბარი და ამის მიხევდით, შემდეგ რეაგირება“, – ამბობს ბერი იერონიმე.