სოფელ დიღმის ბოლოში, დიდგორის გზაზე, 10-მდე მკვდარი ძაღლი იპოვეს. ინფორმაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ გაავრცელა.
მოქალაქე, რომელმაც ძაღლები იპოვა, წერს, რომ მკვდარ ძაღლებს შორის ოთხი ცოცხალი ლეკვი შენიშნა და დასახმარებლად 112 გამოიძახა, რომლებმაც ლეკვები გადაარჩინეს. ისინი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.
მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც აქვს. სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს.
კომენტარები