აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი დადებითად გამოეხმაურა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და მადლობა გადაუხადა როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასევე კატარსა და სხვა რეგიონულ პარტნიორებს.
„პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, კატარს და სხვა რეგიონულ აქტორებს ეკუთვნით დიდი დაფასება იმისთვის, რომ შეთანხმების მიღწევამდე ყველა მხარე ჩართულად შეინარჩუნეს“, – ნათქვამია კლინტონის განცხადებაში.
კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა დროა, ისრაელმა და „ჰამასმა“ ეს მყიფე მომენტი გამოიყენონ როგორც შანსი, რათა „მიუღწევადი მშვიდობა გადააქციონ მდგრად პროცესად“.
კომენტარები