ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის შრომას ცეცხლის შეწყვეტის განახლებული შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, მოხარულია, რომ ეს დღე დადგა იმ 20 ცოცხალი გათავისუფლებული მძევლისთვის, რომელთაც ჯოჯოხეთი გაიარეს და ღაზის მოსახლეობისთვის, რომელთაც განუზომელი დანაკარგი მიიღეს.
„ამ შეთანხმებისკენ გზა არ იყო მარტივი. ჩემი ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობდა მძევლების სახლში დასაბრუნებლად, პალესტინელი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაწევად და ომის დასასრულებლად. მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მის გუნდის მიერ გაწეულ შრომას ცეცხლის შეწყვეტის განახლებული შეთანხმების მისაღწევად“, – წერს ბაიდენი.
ცნობისთვის, ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, იანვარში ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ბოლომდე არ შესრულებულა.