უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის ამჟამინდელ წინადადებებს უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას და ევროკავშირში ხმის მიცემის წესების შეცვლას უკრაინის გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად.
„თუ უნგრული კომპანიები ამის გამო ზარალს ნახავენ, მე ამას მხარს არ დავუჭერ. ჩემი საქმეა დავრწმუნდე, რომ უნგრელებმა არ იზარალონ, არამედ მოგება ნახონ“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ ქვეყანაში ჩაშვებულია ეროვნული პეტიცია, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს ხელი მოაწერონ, თუ მათ „არ სურთ უკრაინა ევროკავშირში, არ სურთ ჩვენი შვილები უკრაინის ომში, და არ სურთ უნგრული ფული უკრაინაში წავიდეს“.
კომენტარები