„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. თუმცა, დაჯგუფების ინფორმაციით, დარჩენილი ცხედრების დაბრუნება ჯერჯერობით შეუძლებელია.
„ჰამასის“ თქმით, დაჯგუფებას ღაზას ნანგრევებიდან გარდაცვლილთა ამოსაყვანად დრო და სპეციალიზებული აღჭურვილობა სჭირდება. „ჰამასში“ აცხადებენ, რომ შეთანხმების ერთგული რჩებიან და ყველა მძევლის ცხედარი, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ, დააბრუნეს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ არ შეასრულებს, ისრაელის ძალებმა შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები განაახლონ. ტრამპის თქმით, მისი „ერთი სიტყვაც კი საკმარისია“, რომ ღაზაში სამხედრო მოქმედებები განახლდეს.
კომენტარები