იგოეთთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორსული ქალი. ავარიის დროს საჭესთან გარდაცვლილის მეუღლე იჯდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კომენტარები