ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“მიუხედავად იმისა რომ ძალიან აღშფოთებული ვარ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის გატაცების და ამის გამო ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვით. მაინც ძალიან გამაღიზიანა მისი მეუღლის სიტყვებმა-იმ ქვეყნის მოქალაქე არ გავხდები, საიდანაც ჩემი ქმარი გაიტაცესო. იმ ქვეყნის მოქალაქე ხომ ხართ რომელმაც თქვენ და თქვენი ქმარი დევნილებად გაქციათ და თავისუფალი სიტყვის გამო ახლა ციხეში გამოკეტა. მესმის რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა (ამის შედეგს ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეებიც ვიმკით) მაგრამ მინდა ქალბატონ მუსტაფაევას შევახსენო რომ საქართველო ის ქვეყანაც არის სადაც უკვე რამდენიმე დღეა მის მეუღლის გათავისუფლების და საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციები არ წყდება… რაღაც არ გამიგია მსგავსი სოლიდარობა საკუთარ ქვეყანაში ჰქონოდა მათ ოჯახს……”-წერს ბურჭულაძე.