წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს, რომ ბარიერიც გადალახოს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.
„წინააღმდეგი ვარ ამ ინიციატივის. წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს, რომ ბარიერიც გადალახოს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს რამე დადებით ეფექტს. მეორე მხრივ, მარიამის ინიციატივა ეხებოდა მეორე შანსის მიცემას, ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში. ამას აუცილებელ განვიხილავთ მომავალი წლისთვის. თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, შევეცდებით, რომ ბავშვი არ დაზარალდეს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მარიამ ჯაშის ინიციატივის თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც მე-12 კლასამდე წარმატებით სწავლობდნენ და საატესტატო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახეს, იმავე წელს გამოცდის ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.