ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოში 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ვიცე-ჩემპიონი მონღოლი ულზიბაიარ დურენბაიარი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა.
ჩემპიონ-პრიზიორები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
კომენტარები
