ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დამოკიდებულება და ქცევა არის თვალთმაქცობა, ისინი რუსეთს სანქციების უწესებენ და ამავე დროს აგრძელებენ რუსული ბაზრების გამოყენებას, – განაცხადა “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრმა ტომაშ ფროელიხმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია გერმანული წარმოება ხომ თავიდან ბოლომდე გარე ენერგო რესურსებზეა დამოკიდებული და რუსულ რესურსებზე უარის თქმის შედეგად ქვეყანა მაღალ ფასს იხდის.
„გერმანული წარმოება ხომ თავიდან ბოლომდე გარე ენერგო რესურსებზეა დამოკიდებული, ჩვენ გვჭირდება იაფი რესურსები, სინამდვილეში კი საპირისპიროდ ამისა, ყველაზე მაღალ ფასს ევროპაში სწორედ გერმანია იხდის – სწორედ ეს არის ლიბერალური პოლიტიკისა და რუსულ რესურსებზე უარის თქმის შედეგი. 3 წელიწადია, რეცესიაში ვართ. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დამოკიდებულება და ქცევა არის თვალთმაქცობა, ისინი რუსეთს სანქციების უწესებენ და ამავე დროს აგრძელებენ რუსული ბაზრების გამოყენებას”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მან საქართველოს მიმართ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიდგომაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება არამარტო სულელური ნაბიჯია, არამედ დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დამაზიანებელიც.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს სურვილს მრავალპოლუსიანი საგარეო პოლიტიკის თაობაზე, არაფერი აქვს საერთო საერთო პრორუსულ საგარეო პოლიტიკასთან.
„საქართველოს აქვს სურვილი ჰქონდეს მრავალპოლუსიანი საგარეო პოლიტიკა, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ეს მისი ნებაა, ამას არაფერი აქვს საერთო პრორუსულ საგარეო პოლიტიკასთან, ამის მტკიცება სასაცილოა, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული, მე მგონი, აჯობებს რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ეს გაითავისონ და საქართველოს სუვერენიტეტს პატივი სცენ”, – აცხადებს ტომაშ ფროელიხი.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, თუ როგორ მარაგდება რუსული ჩრდილოვანი ფლოტი მილიარდობით დოლარის ნავთობით ბალტიის ზღვის გავლით, სანქციების გვერდის ავლით.
