სააკაშვილის ოჯახი დაზოგილ შემოსავალს თუ ასეთი გზით მიღებულ დამატებით ფულად რესურსს იყენებს ისევ ქვეყნის საზიანოდ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიული ალასანიას მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მიტაცებაზე საუბრისას.
„სააკაშვილის ოჯახი დაზოგილ შემოსავალს თუ ასეთი გზით მიღებულ დამატებით ფულად რესურსს იყენებს ისევ ქვეყნის საზიანოდ, ქირაობენ ლობისტებს, არის შემოტევა ქვეყნის ინტერესებზე, საზოგადოებაზე. ფაქტობრივად, მათ სურთ, რომ ქვა ქვაზე არ დატოვონ, ოღონდ თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ხუნდაძემ.
პროკურატურამ გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე გამოძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
