ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც პოზიციონირდება თითქოს პრო ბიზნეს პოლიტიკით, გამოდის ამ დიდი ინვესტიციის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში „ლელო“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „ემაარის” 6,5 მლრდ-იან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შეფასებისას.
მისივე თქმით, ვინმეს თუ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეს პოლიტიკური პარტიად წოდებული იყო ბიზნესის მხარდამჭერი, ახლა ყველაზე მკაცრად აკრიტიკებს და ნეგატიურ შეფასებებს აკეთებს EMAAR-ის ინვესტიციის წინააღმდეგ.
„ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ხალა სურთ, რომ EMAAR-ის ამ გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ოპოზიცია EMAAR ჯგუფის და საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ. აქტიურობს მამუკა ხაზარაძე, რომელიც ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს რომ არაბიზაცია იწყება. ხაზარაძეს და მის აბსურდულ გზავნილებს უპირისპირდებიან თავად ოპოზიციაში. კამპანიაში მამუკა ხაზარაძესთან ერთად ჩართულები არიან ნაციონალური მოძრაობის დანაყოფის წარმომადგენლებიც.
