თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს.
“რუსთაველის გამზირი რომ იკეტება და ამაზე ვინმე პასუხს აგებს, რასაკვირველია, ყველაფერი უნდა მივაწეროთ იმ წამხალისებლებს, რომლებიც უკიჟინებენ ბრიუსელის ტრიბუნიდან ამ ხალხს, რომ გამოვიდნენ და გადაკეტონ.
ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარი და ამ სცენარში უნდა მოვიაზროთ ის ადამიანები, ვინც დაზარალდნენ და ჩაიგდეს თავი ასეთ განსაცდელში. კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის,”- აცხადებს გია ვოლსკი.
კომენტარები
