პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს აფასებს. მისი განცხადებით, ეს ანგარიში სიცრუის ტირაჟირებაა.
„ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, წინასწარ ვაცხადებდით, რომ ასეთი ანგარიში იქნებოდა, იმის ფონზე, თუ რა პოლიტიკას ატარებენ ეს ევრობიუროკრატები საქართველოსთან მიმართებაში. პუნქტებით შეგვიძლია, გავყვეთ ამ ანგარიშს და აბსოლუტურად ყველა პუნქტზე ფაქტებით და მტკიცებულებებით დავამტკიცოთ, რომ იქ არის სიცრუის ტირაჟირება. ჩვენ გავაგრძელებთ სიცრუეში მათ მხილებას და რქა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა.
