თაღლითებისთვის კანონი რომ არ არსებობს და მათთვის კანონის უზენაესობა მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვებია არახალია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მამუკა ხაზარაძის დაჯარიმების ფაქტზე საუბრისას.
მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ დიპლომატი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან სახლს ქირაობს, ნებისმიერ ქვეყანაში სკანდალის საფუძველი გახდებოდა.
„წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერი დიპლომატი რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის ან ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ ქირაობდეს სახლს – ასეთი რამ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, მაგრამ ესეც არაა გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ფიშერი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ ჩვეულებრივ წარმომადგენლად და მის „გამპრავებლად“ გადაიქცა“, – განაცხადა გორდულაძემ.
გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით მიღებული შემოსავლის დამალვის გამო ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. დარღვევა დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა.
