„დიახ, საქართველოს ევრობიუროკრატები არ პატიობენ ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, დამოუკიდებელ ეროვნულ პოლიტიკას, სასამართლოს და ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ იმ რეფორმას, რომელზეც მალე ისაუბრებს განათლების მინისტრი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
დეპუტატის თქმით, საქართველოთი, როგორც მშვიდობის კუნძულით დაინტერესებულია სრულიად აზია, რაც ევრობიუროკრატების გაღიზიანებას იწვევს.
„აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროინსტიტუციები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ევროკავშირს.
ბოლო პერიოდის ყველა კვლევით საქართველო დემოკრატიზაციით, გამჭვირვალე მმართველობით და ინსტიტუციების სიძლიერით მინიმუმ მსოფლიო ათეულშია. ევროინსტიტუციები საუბრობენ, რომ საქართველო ბევრი ნაბიჯით წინ არის, ვიდრე მოლდოვა, უკრაინა, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. და ამ ყველაფრის პარალელურად ვხედავთ კვაზი, ჩრდილოვან მმართველებს, ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, ლობისტებს – ადამიანებს, რომელსაც ფულს უხდიან იმაში, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ, შემდეგ გამოდიან და რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ.
ამ ადამიანებს საქართველოსთან აქვთ მინიმუმ სამი პრობლემა. ეს არის საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება, პოლიტიკის მართვის პროცესი და იდეოლოგიზირებული განათლება.
პრემიერ-მინისტრი ახლა ჩინეთში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. საქართველო რეგიონში ხდება ეკონომიკური ჰაბი. არამხოლოდ ჩინეთი სრულიად აზიაა დაინტერესებული საქართველოთი, როგორც ყველაზე მწვანე დერეფნით და მშვიდობის კუნძულით. სწორედ აქედან გამომდინარეა ბიუროკრატების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, სპეკულაციები. დიახ, საქართველოს ევრობიუროკრატები არ პატიობენ ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, დამოუკიდებელ ეროვნულ პოლიტიკას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული იმ რეფორმას, რომელზეც მალე ისაუბრებს განათლების მინისტრი. ეს რეფორმა ნეოლიბერალურ-ფაშისტური ნარატივების დემონტაჟს მოახდენს,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
