ვიღაცები არიან იქ, რომელთაც ძალიან არ აწყობთ, რომ საქართველოზე ასეთი გავლენა, როგორიც არსებობდა, იკარგება. მათი გადმოსახედიდან საქართველოზე გავლენას კარგავენ. ევროკავშირს თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს და ეს არ აწყობს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის დღე“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ.
იგი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „მთავარია აღქმები და არა ფაქტები“. ირაკლი რუხაძემ რადიო „თავისუფლებაში“ მისი სტუმრობის ფაქტიც გაიხსენა.
„მე მივედი რადიო „თავისუფლებაში“ – გადავწყვიტე, მივსულიყავი, რადგან „იმედის“ მაყურებლებს ისედაც ველაპარაკები და რაღაცებს ვეუბნები და მინდოდა, სხვა მაყურებლებისთვის მელაპარაკა, რომლებიც შეიძლება, „იმედს“ არ უყურებენ.
იქიდან რომ გამოვედი, რაღაცები არ მოეწონათ, რაც ვილაპარაკე და იმ წუთში დადეს – შემდეგ შევამოწმე, რომ სხვა სტუმრებზე ამას არ აკეთებენ და ჩემზე გააკეთეს, 6 თუ 7 ტყუილი, რომელიც [თითქოს] მე ვთქვი. პირდაპირ გამოაქვეყნეს 7 ტყუილი. შვიდივე მართალი იყო. შემდეგ ჩვენ დავდეთ და ვაჩვენეთ. ერთი იყო, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს უნდა, რომ რუსეთთან იყოს დიალოგი – დავდეთ, ვანახეთ, რომელ კვლევაშია; ის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მწვანე ქვეყანა ევროკავშირის მარჯვნივ, სანამ იაპონიაში და სამხრეთ კორეაში არ მიხვალ. ტყუილიაო – ეგეც დავდეთ. ყველაზე დავუდეთ, რომ მე სწორი ვთქვი, მაგრამ რადგანაც არ მოეწონათ, ანუ მე ვთქვი ტყუილი. ესაა! – აღქმაა მთავრი და არა ფაქტი. მთავარია, რომ ის, რაც შენ არ მოგეწონა, იმ წუთში თქვა, რომ ტყუილი იყო. იმისდა მიუხედავად, რომ ყველა მართალი იყო. ვისაც აინტერესებს, დღემდე არსებობს ორივე საიტი, სადაც დადეს ტყუილები და შემდეგ ჩვენ რომ ვანახეთ ყველაფერი ფაქტებით, რატომ ვთქვი მე სიმართლე. ესაა!
ახლა აგორებენ უზარმაზარ ტყუილს. მე თუ მკითხავთ და შეიძლება ვცდები, არ ვიცი, მაგრამ ევროპარლამენტში უმეტესობა ხალხის გონზე არ არის, იქ რა ხდება. 200 ქვეყანაა მსოფლიოში და საქართველო ერთ-ერთია და აღქმის დონეზე 5 წუთში რასაც გაიგებ, ის ჩაგრჩება. რასაც მოგიყვებიან და გეტყვიან. ვიღაცები არიან იქ, რომელთაც ძალიან არ აწყობთ, რომ საქართველოზე ასეთი გავლენა, როგორიც არსებობდა, იკარგება. მათი გადმოსახედიდან საქართველოზე გავლენას კარგავენ. ევროკავშირს თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს და ეს არ აწყობს. ცუდი რა არის, რომ ის ხალხი ამ მეთოდებით იბრძვის“, – განაცხადა რუხაძემ.
