თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ქოჯაეილიში პარფიუმერიის საწყობში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ქალაქ დილოვასის პარფიუმერიის საწყობში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
ქოჯაეილის გუბერნატორის ილჰამი აქთაშის განცხადებით, ხანძრის შესახებ შეტყობინების შემოსვლისთანავე ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მივიდნენ.
ხანძრის მიზეზი დაუდგენელია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი დილოვასი სტამბოლიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. ის სამრეწველო ქალაქია, სადაც ბევრი საწყობი და ქარხანაა.
კომენტარები
