საქართველოში აშშ-ის საელჩო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, კორტნი ოსტრიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობით შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები.
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კორტნი ოსტრიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს 29 ოქტომბერს შეხვდა.
