ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთ მშვენიერი დღეს ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს,- განაცხადა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა, კინომცოდნე, თეო ხატიაშვილმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან საუბრისას.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არის სიმბოლური აქტი და თუ ის ვერ შედგება არ ნიშნავს, რომ პროტესტი დასრულდა.
„იმიტომ რომ ეს არის სიმბოლური აქტი, გასაგებია და სწორედ იმიტომ რომ სიმბოლურია, თუ ის ვერ შედგა ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი დამთავრდა. არა უშავს ჩვენ მოვიფიქრებთ მაინც გამოსავალს რაც უნდა ბევრი პოლიციელი ჩააყენონ,“– განაცხადა თეო ხატიაშვილმა.
კომენტარები
