პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ტელეეთერების საშუალებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც ირკვევა თუ რა ინფორმაციას აწვდიდნენ ბრალდებული ოპოზიციონერები თავიანთ უცხოელ პატრონებს.
„ამ ადამიანების, აგენტების [ბრალდებული ოპოზიციონერების] საქმიანობა პირდაპირ იყო მიმართული იმისკენ, რომ ქვეყნისთვის მიეყენებინათ ზიანი, დაესანქცირებინათ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალები უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებენ.
„ბოლი რამდენიმე წლის მანძილზე ვსაუბრობდით, რომ ამ ადამიანების, აგენტების [ბრალდებული ოპოზიციონერების] საქმიანობა პირდაპირ იყო მიმართული იმისკენ, რომ ქვეყნისთვის მიეყენებინათ ზიანი, დაესანქცირებინათ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. თქვენი ეთერებიდან გახდა ცნობილი, რომ ამის მტკიცებულებებიც არსებობს. სისხლის სამართლებრივი დევნა წარიმართება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. კარგად გვესმის, რომ ეს არის საქმე, რომელსაც მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდება. ამ ჩანაწერებმა აგრეთვე ცხადყო, რომ აქციები, რომელიც რადიკალების მტკიცებით იყო სპონტანური, რეალურად კარგად ორგანიზებული, საზღვარგარეთიდან მართული და დაფინანსებული ძალადობრივი აქციები იყო და არა მშვიდობიანი პროტესტი. ეს მტკიცებულება არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, თუ როგორ მართავს ქართველ რადიკალებს უცხოური ძალა,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
