კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვულ ცდებს არ ატარებენ.
„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი ტრამპის განცხადების პასუხად, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი ბირთვული ცდების განახლებას გეგმავს და ხსნის იმით, რომ ამას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთი და ჩინეთიც აკეთებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული ცდების განახლებასთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკისა“ და წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ გამოცდა, რომლებსაც ბირთვული ძრავა აქვთ.
კომენტარები
