წარმოუდგენელია ისაუბრო იმაზე, რომ საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, როცა ათასზე მეტ რეზოლუციას თუ განცხადებას ვართ მიერთებული, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას.
ვიცე სპიკერის განმარტებით, საქართველო მონაწილეა ისეთი დოკუმენტებისაც კი, რომელიც სავსე იყო უმძიმესი მოთხოვნებით, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც რიგ შემთხვევაში მოლდოვას თუ სხვა კანდიდატი ქვეყნებიდან უკრაინას არ აქვს მხარდამჭერი პოზიციები.
“როგორც ჩანს მათი სურვილია, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს ისეთი აგენტურით, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმემ უბრალოდ მოსაზრებად ჩათვალოს, თუმცა რაც ინტერპრეტაციას იწვევს, ეს არის მათი მხრიდან დუმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. თუ ამ თემაზე დუმხარ, ე.ი. გულშემატკივრობ მათ, ვინც გადატრიალებას აწყობდა”, – განაცხადა წილოსანმა.
