საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ეს დელეგაცია მათთან შეხვედრაზე მოისმენს იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ აქვს გაცხადებული და ეს არის სიმართლე.
„ე.წ. არასამთავრობოების დუმილი არის ბევრ ხმამაღლა განცხადებაზე მეტი განცხადება. ამ დუმილზეც გვექნება კითხვა, ამ დუმილზეც გვექნება პოზიცია. ჩვენ მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას და ჩვენი პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი. ჩვენი ყველაზე მთავარი მესიჯი არის ერთი – ვილაპარაკოთ სიმართლე და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერზე და ხვალ, ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრები საქართველოში იმყოფებიან.
