პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება.
მახაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღებს.
„მუქარა გვესმის ზოგიერთისგან, ვინც ბრიუსელში აქტიურობს და სურვილი აქვს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკითხი პოლიტიკური იარაღის თუ შანტაჟის საბაბად. მოლოდინი არ გვაქვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება. ამას ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში განწყობებიდან გამომდინარე გეუბნებით. იმედია, ევროკავშირი გადაწყვეტილებას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღებს. არ შეიძლება, უსამართლო გადაწყვეტილება გავრცელდეს მოსახლეობაზე და კონკრეტულ ჯგუფებზე“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
კომენტარები
