პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც არსებობს სტაციონარში ყოფნისთვის. შესაბამისად, შესაძლოდ ჩაითვალა მისი გაწერა სტაციონარის პირობებიდან, – განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც კლინიკიდან მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.
ივანე ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ პაციენტს ამოწმებდა როგორც მკურნალი ექიმი, ისე სხვადასხვა პროფილის ექიმები.
„შეფასებულია როგორც მისი მკურნალი ექიმის მიერ, ასევე სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ნახულობდნენ მას და არა ისე, როგორც ქალბატონი გიული ალასანია ამბობს, რომ ბოლო დღეებში არ გასინჯულაო. მკურნალი ექიმი დღეში სამჯერ ნახულობდა მას, ყოველდღიურად ხდებოდა შემოწმება. მას ამ პერიოდში განსაკუთრებული ჩივილებიც არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩაითვალა საჭიროდ მისი გაწერა სტაციონარიდან“, – განაცხადა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.
