უცხოელებზე ვიზების გაცემა, ვისაც აშშ-ში ცხოვრება სურს, შესაძლოა დამოკიდებული გახდეს განმცხადებლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ შორის – დიაბეტზე, სიმსუქნესა და გულის დაავადებებზე. ინსტრუქციაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს გაუგზავნა, მითითებულია აშშ-ში შესვლის რამდენიმე პირობა, რომელთა შორის ფიგურირებს ასაკი და სოციალურ დახმარების საჭიროება.
არგუმენტად მოყვანილია ის, რომ ასეთი ადამიანები შესაძლოა ტვირთად დააწვნენ ამერიკულ საზოგადოებასა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, რადგან ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა ათასობით დოლარი ჯდება. შეტყობინება, რომელსაც აშშ-ისა და ბრიტანული მედია ციტირებს, პირველად ჯანდაცვის თემებზე სპეციალიზებულმა ვებ-გვერდმა KFF Health News-მა, გაავრცელა, რომელიც ირწმუნება, რომ გაგზავნილ ინსტრუქციას უშუალოდ გაეცნო.
აღნიშნული ინფორმაცია იმ დღეს გავრცელდა, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წონის დაკლების წამლებზე მომხმარებელთა დანახარჯების შემცირების გეგმები დააანონსა.
https://bntnews.bg/news/bez-vizi-v-sasht-za-hora-s-nadnormeno-teglo-i-diabet-1364659news.html
