მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდებოდა განცხადებები, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რაღაც დასჯის მცდელობაა, მაგრამ სინამდვილეში ის ხდება, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა იმის ფონზე, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
„ამიტომ, მას შემდეგ, რაც სამკურნალო დაწესებულებამაც განაცხადა, რომ სააკაშვილს მკურნალობა აღარ ესაჭიროება, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა სრულად ლოგიკური ნაბიჯი იყო. ასეთი შეფასებები საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება. თუ რატომ არ მოხდა აქამდე გადაყვანა, ამაზე მარტივია პასუხია – გადაყვანა მოხდა მაშინ, როცა სამკურნალო დაწესებულების პერსონალმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მკურნალობას აღარ საჭიროებს. საზოგადოება ხედავდა, რომ იგი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა“, – განაცხადა კახიანმა.
