მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი “დიფ სთეითსა” და აგენტურაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციას დამოუკიდებლად ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას არ ანდობენ. განმარტებები გაკეთდა იმ პარტიებისა და აქტივისტების მხრიდანაც, რომლებმაც დღეს პარლამენტის წინ ბრიფინგი გამართეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ ტექსტი არის ქართველი ხალხის გამოძახილი.
“ზუსტად ვიცი სად დაიწერა ეს ტექსტი, ეს ტექსტი დაიწერა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად.
ტექსტი არ არის ისეთი შინაარსის, რომელიც სადმე დაწერას საჭიროებს, ეს არის გამოძახილი ქართველი ხალხის,”- თენგიზ თევზაძე.
